კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 22,42 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 19,58 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 19,58 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 22,42 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 15,32 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 17 530 პირს დაუდასტურდა, 5 087 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 39 კი გარდაიცვალა.
გუშინ, 25 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 15 762 შემთხვევა გამოვლინდა, 5 160 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 42 პაციენტი გარდაიცვალა.