კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 12,31 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 9,69 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,69 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 12,31 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,64 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 3 656 პირს დაუდასტურდა, 3 066 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 32 კი გარდაიცვალა.
გუშინ, 16 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 5 504 შემთხვევა გამოვლინდა, 3 304 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 24 კი გარდაიცვალა.