კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10,77 პროცენტს, ბოლო 7 დღის კი 8,83 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,83 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 10,77 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,94 პროცენტი.
დღეს კორონავირუსის 2 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 081 პაციენტი.
გუშინ, 31 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 3 382 შემთხვევა გამოვლინდა, 3 382 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 42 კი გარდაიცვალა.