კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10,71 პროცენტს, ბოლო 7 დღის კი 9,77 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10,71 პროცენტს, ბოლო 7 დღის კი 9,77 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში  9,77 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 10,71 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის –  9,34 პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 5 206 შემთხვევა გამოვლინდა, 4 648 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 53 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 3 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის  6 024 შემთხვევა გამოვლინდა, 3 818 პაციენტი გამოჯანმრთელდა,  49 კი გარდაიცვალა.