კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10,01 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 7,98 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7,98 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 10,01 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 6,58 პროცენტი.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 623 პაციენტი.
გუშინ, 11 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 530 შემთხვევა გამოვლინდა, 1 848 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 23 კი გარდაიცვალა.