კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 8,73 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 7,69 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7,69 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8,73 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,69 პროცენტი.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 2 571 პირს, გამოჯანმრთელდა 3 668, ხოლო გარდაიცვალა 60ადამიანი.
გუშინ, 7 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 965 შემთხვევა გამოვლინდა, 3 996 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 50 კი გარდაიცვალა.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გუშინ განაცხადა, რომ, სერვერებზე შეფერხებების გამო, 7 სექტემბრის კოვიდსტატისტიკაში ყველა შემთხვევა ვერ მოხვდა.