კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 8,73 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 7,69 პროცენტს შეადგენს

10:55, 08.09.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7,69 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8,73 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,69 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 2 571 პირს, გამოჯანმრთელდა 3 668, ხოლო გარდაიცვალა 60ადამიანი.

გუშინ, 7 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 965 შემთხვევა გამოვლინდა, 3 996 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 50 კი გარდაიცვალა.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გუშინ განაცხადა, რომ, სერვერებზე შეფერხებების გამო, 7 სექტემბრის კოვიდსტატისტიკაში ყველა შემთხვევა ვერ მოხვდა.

მსგავსი