კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 7,94 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 9,13 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,13 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 7,94 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,85 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 3 212 პირს დაუდასტურდა, 5 017 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, პირველ სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 886 შემთხვევა გამოვლინდა, 4 103 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 74 კი გარდაიცვალა.