კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 7,81 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 7,32 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7,32 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 7,81 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 7,61 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 2 515 პირს დაუდასტურდა, 2 829 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 60 კი გარდაიცვალა.
გუშინ, 14 სექტემბერს საქართველოში კორონავრუსის 3 221 შემთხვევა გამოვლინდა, 2 990 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 54 კი გარდაიცვალა.