კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 7,81 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 7,32 პროცენტს შეადგენს

11:01, 15.09.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7,32 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 7,81 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 7,61 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 2 515 პირს დაუდასტურდა, 2 829 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 60 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 14 სექტემბერს საქართველოში კორონავრუსის 3 221 შემთხვევა გამოვლინდა, 2 990 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 54 კი გარდაიცვალა.

მსგავსი