კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 1,81 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 1,81 პროცენტს შეადგენს.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ვირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,45 პროცენტია, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,52 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 537 ადამიანს დაუდასტურდა, 128 გამოჯანმრთელდა, რვა კი გარდაიცვალა.