კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 1,81 პროცენტს შეადგენს

10:55, 16.03.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 1,81 პროცენტს შეადგენს.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ვირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,45 პროცენტია, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,52 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 537 ადამიანს დაუდასტურდა, 128 გამოჯანმრთელდა, რვა კი გარდაიცვალა.

მსგავსი