კორონავირუსის გამო მილანის ქუჩებში სამხედროების პატრულირება დაიწყება. შესაბამისი გადაწყვეტილება ლომბარდიის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო.
როგორც იტალიური მედია წერს, მილანის ქუჩებში მობილიზებული იქნება 114 ჯარისკაცი, რომელიც კარანტინის წესების დაცვაში დაეხმარება სამართალდამცველებს.
აღსანიშნავია, რომ კარანტინის დასაცავად, სამხედროები ასევე მობილიზებულები იქნებიან სალერნოსა და სარდინიაზეც.
შეგახსენებთ, რომ იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 3 400-ს აჭარბებს. ინფიცირებულია 40 000-ზე მეტი ადამიანი.