იტალიაში კორონავირუსის გამო შესაძლოა, სასწავლო დაწესებულებები დაიხუროს
იტალიაში კორონავირუსის გამო შესაძლოა, სასწავლო დაწესებულებები დაიხუროს. როგორც „ბიბისი“ წერს, იტალიის მთავრობაში სკოლებისა და უნივერსიტეტების დახურვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების გამო სასწავლო დაწესებულებებში სწავლის შეწყვეტის საკითხი მთავრობს სხდომაზე განიხილებოდა. შემდეგ კი იტალიურმა სააგენტო „ანსამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი ორი კვირით შეწყდებოდა.
მოგვიანებით ქვეყნის განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ეს საკითხი მთავრობის წევრებს შორის ჯერ კიდევ განიხილება. მინისტრის თქმით, გადაწყვეტილებას რამდენიმე საათში მიიღებენ.