კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე ბეთლემში საშობაო სეზონი დაიწყო [ვიდეო]
კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე ბეთლემში საშობაო სეზონი დაიწყო.
საშობაო სეზონის დაწყება მაცხოვრის შობის ადგილას, წმინდა მიწაზე ფრანცისკანელთა ორდენის წინამძღვარი ფრანჩესკო პატონის მისვლით აღინიშნება.
პანდემიის გამო ცერემონია წელს ჩვეული ხალხმრავლობის გარეშე გამართა.
ფრანჩესკო პატონმა, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, მაცხოვრის შობის ტაძარში ღვთისმსახურება აღავლინა.
ბეთლემში საშობაოდ მომლოცველების დიდი რაოდნეობის შეკრების თავიდან ასაცილებლად, დასავლეთ ნაპირის ტერიტორიაზე ამჟამად ნაწილობრივი კარანტინი მოქმედებს.