ბეთლემში მორწმუნეები ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავენ
ბეთლემში მორწმუნეები ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავენ

მორწმუნეები შობას აღინიშნავენ ბეთლემშიც, სადაც გადმოცემის თანახმად, ქრისტე იშვა. ქალაქის მთავარ მოედანზე სადღესასწაულო განწყობა დილიდან იგრძნობოდა.

ყოველ წელს ათასობით მორწმუნე მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ჩადის, რათა დღესასწაულს ბეთლემში დაესწროს. თუმცა, მეორე წელია, პილიგრიმების ნაწილს საშობაო ღვთისმსახურებაზე დასწრების საშუალება არ აქვს. ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. წელს კი „ომიკრონის“ შტამის გამო ისრაელის ხელისუფლებამ უცხოელებს ქვეყანაში ჩასვლა დროებით აუკრძალა.

სადღესასწაულო მესას დღეს ღამით ქრისტეშობის ტაძარში იერუსალიმის ლათინური აღმსარებლობის პატრიარქი აღავლენს. მანამდე კი ის მორწმუნეებს ბეთლემის ქუჩებში მიესალმა და ქრისტეშობა მიულოცა.