კორონავირუსის გავრცელების გამო ქალაქ ბეთლემში კარანტინი გამოცხადდა
კორონავირუსის გავრცელების გამო ქალაქ ბეთლემში კარანტინი გამოცხადდა

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განკარგულებით, კორონავირუსის გავრცელების გამო ქალაქი ბეთლემი დახურეს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პალესტინის ავტონომიის ლიდერმა ქალაქში 30 დღით საგანგებო მდგომაროება გამოაცხადა.

დროებით დაკეტილია ბეთლემის ქრისტეშობის ტაძარიც. ტურისტები ვეღარ მოინახულებენ კიდევ რამდენიმე წმინდა ადგილს. სასტუმროებში ტურისტების ჯავშნები გაუქმდა. როგორც პალესტინის ავტონომიის წარმომადგენლები აცხადებენ, სასტუმროებს, რომლებიც არ დაიხურება, ჯარიმებს დააკისრებენ.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ბეთლემში ჩასვლა და ქალაქის დატოვება აეკრძალებათ ისრაელელებს და პალესტინელებსაც. როგორც „როიტერი“ წერს, ბეთლემში საკარანტინო ზომები სულ მცირე ორი კვირა გაგრძელდება.

ბეთლემის სიახლოვეს 5 მარტს კორონავირუსით ინფიცირების შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა. პალესტინის ავტონომიის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვირუსის შემთხვევა პირველად დაფიქსირდა ბეთლემის ერთ-ერთ სასტუმროში. მომხდარის გამო ქალაქში საგანაგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს. დახურულია ყველა სკოლა და უნივერსიტეტი.