კორონავირუსის დღეს გამოვლენილ შემთხვევებს შორის ერთი ქუთაისის ცხელების ცენტრში დადასტურდა
ქუთაისის ცხელების ცენტრში „კოვიდ-19“ ერთ პაციენტს დაუდასტურდა. ის ახალგაზრდა მამაკაცია და კლინიკაში საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს.
კლინიკის დირექტორის, არჩილ მუკბანიანის ინფორმაციით, ახალ პაციენტს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტი საჩხერის საავადმყოფოში გადაჰყავთ.