კორონავირუსის დღეს გამოვლენილ შემთხვევებს შორის ერთი ქუთაისის ცხელების ცენტრში დადასტურდა

12:11, 13.04.2020

ქუთაისის ცხელების ცენტრში „კოვიდ-19“ ერთ პაციენტს დაუდასტურდა. ის ახალგაზრდა მამაკაცია და კლინიკაში საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს.

​კლინიკის დირექტორის, არჩილ მუკბანიანის ინფორმაციით, ახალ პაციენტს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტი საჩხერის საავადმყოფოში გადაჰყავთ.

მსგავსი