საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ფოთიდან „პისიარ“ კვლევისთვის გუშინ 43 პირის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა. მიღებული პასუხებიდან ორი დადებითია, რომლებიც ინფიცირებულთა კონტაქტები არიან.
ექიმის თქმით, ინფიცირებულთა კონტაქტების კვლევა გრძელდება.
4 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 252 პაციენტი.