კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი ფოთში გამოვლინდა

12:28, 04.10.2020

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ფოთიდან „პისიარ“ კვლევისთვის გუშინ 43 პირის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა. მიღებული პასუხებიდან ორი დადებითია, რომლებიც ინფიცირებულთა კონტაქტები არიან.

ექიმის თქმით, ინფიცირებულთა კონტაქტების კვლევა გრძელდება.

4 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 252 პაციენტი.

მსგავსი