საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 252 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 252 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 8118 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 252 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 4244-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 50-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი ადამიანი კი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი