საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 278 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 278 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 7 564 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 278 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 3 992-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 48-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხუთი ადამიანი კი გარდაიცვალა.