კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 718, იმერეთში - 228, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 112
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 718, იმერეთში - 228, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 112

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 1 543 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 718 შემთხვევა, აჭარაში – 56, იმერეთში – 228, ქვემო ქართლში – 78, შიდა ქართში – 65, გურიაში – 77, სამეგრელოში – ზემო სვანეთში – 112, კახეთში – 109, მცხეთა-მთიანეთში – 44, სამცხე-ჯავახეთში – 23, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 33.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 35 536 საიდანაც, 1 695 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 722, აჭარაში – 135, იმერეთში – 340.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 494 პირი, მათ შორის, თბილისში – 228, აჭარაში – 64, იმერეთში – 97. 33 841 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.