კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 7 040, იმერეთში - 2 014, კახეთში - 948
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 7 040, იმერეთში - 2 014, კახეთში - 948

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 14 405 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 7 040 შემთხვევა, აჭარაში – 825, იმერეთში – 2 014, ქვემო ქართლში – 734, შიდა ქართლში – 841, გურიაში – 565, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 902, კახეთში – 948, მცხეთა-მთიანეთში – 261, სამცხე-ჯავახეთში – 199, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 76.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 161 827 საიდანაც:

5 818 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 293, აჭარაში – 721, იმერეთში – 1 116.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 255 პირი, მათ შორის, თბილისში – 474, აჭარაში – 140, იმერეთში – 384.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 294 პირი, მათგან თბილისში – 168, აჭარაში – 40, იმერეთში – 25.

1 013 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 652 – თბილისში, 204 – აჭარაში.

154 996 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

თბილისის საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 16 ადამიანი.