კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 532, იმერეთში - 201, კახეთში - 108
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 532, იმერეთში - 201, კახეთში - 108

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 1 243 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 532 შემთხვევა, აჭარაში – 48, იმერეთში – 201, ქვემო ქართლში – 34, შიდა ქართლში – 85, გურიაში – 78, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 79, კახეთში – 108, მცხეთა-მთიანეთსი – 27, სამცხე-ჯავახეთში – 30, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 21.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 690 საიდანაც, 1 503 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 651, აჭარაში – 112, იმერეთში – 297. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 417 პირი, მათ შორის, თბილისში – 188, აჭარაში – 56, იმერეთში – 84. 32 187 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.