კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 5 269, იმერეთში - 1 935, შიდა ქართლში - 918
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 5 269, იმერეთში - 1 935, შიდა ქართლში - 918

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 12 101 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 5 269 შემთხვევა, აჭარაში – 659, იმერეთში – 1 935, ქვემო ქართლში – 578, შიდა ქართლში – 918, გურიაში – 471, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 801, კახეთში – 795, მცხეთა-მთიანეთში – 340, სამცხე-ჯავახეთში – 199, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 136.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 127 270 საიდანაც:

5 358 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 242, აჭარაში – 609, იმერეთში – 977.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 230 პირი, მათ შორის, თბილისში – 474, აჭარაში – 140, იმერეთში – 376. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი,  მათგან თბილისში – 159, აჭარაში – 37, იმერეთში – 28.

860 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 574 – თბილისში, 151 – აჭარაში.

121 052 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

თბილისის საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია შვიდი ადამიანი