კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 4 305, იმერეთში - 1 662, კახეთში - 842
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 4 305, იმერეთში - 1 662, კახეთში - 842

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 10 230 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 4 305 შემთხვევა, აჭარაში – 523, იმერეთში – 1 662, ქვემო ქართლში – 541, შიდა ქართლში – 638, გურიაში – 424, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 779, კახეთში – 842, მცხეთა-მთიანეთში – 218, სამცხე-ჯავახეთში – 208, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 90.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 130 229 საიდანაც: 5 252 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 223, აჭარაში – 597, იმერეთში – 964.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 156 პირი, მათ შორის, თბილისში – 463, აჭარაში – 137, იმერეთში – 337.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პირი, მათგან თბილისში – 154, აჭარაში – 33, იმერეთში – 28. 835 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 572 – თბილისში, 136 – აჭარაში. 124 142 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

თბილისის საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია შვიდი ადამიანი.