კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 3 272, იმერეთში - 1 266, კახეთში - 599
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 3 272, იმერეთში - 1 266, კახეთში - 599

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 7 482 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 272 შემთხვევა, აჭარაში – 406, იმერეთში – 1 266, ქვემო ქართლში – 310, შიდა ქართლში – 455, გურიაში – 279, სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში – 528, კახეთში – 599, მცხეთა-მთიანეთში – 173, სამცხე-ჯავახეთში – 118 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 76.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 113 284 საიდანაც:

5 020 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 217, აჭარაში – 547, იმერეთში – 856.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 108 პირი, მათ შორის, თბილისში – 471, აჭარაში – 131, იმერეთში – 309.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 283 პირი,  მათგან თბილისში – 155, აჭარაში – 34, იმერეთში – 28.

599 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 411 – თბილისში, 103 – აჭარაში.

107 665 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

თბილისის საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია ოთხი ადამიანი.