კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 152, იმერეთში – 43, შიდა ქართლში - 15
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 262 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 152 შემთხვევა, აჭარა – 11, იმერეთი – 43, ქვემო ქართლი – 13, შიდა ქართლი – 15, გურია – ერთი, სამეგრელო – ზემო სვანეთი – რვა, კახეთი – 14, მცხეთა-მთიანეთი – ოთხი, სამცხე-ჯავახეთი – ერთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ნული. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 781, საიდანაც, 1 435 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 709, აჭარაში – 149, იმერეთში – 284. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 287 პირი, მათ შორის, თბილისში – 127, აჭარაში – 25, იმერეთში – 77.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 87 პირი, მათგან თბილისში – 55, აჭარაში – ხუთი, იმერეთში – 11.
176 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 134 – თბილისში, 35 – აჭარაში. 2 170 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 220 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 86, ხოლო აჭარაში – 21. სულ 6 ოქტომბრიდან – 20 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 737 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 677 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 327 პირი, აჭარაში – 561, იმერეთში – 935.