საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 3 120 ახალი შემთხვევიდან 95 გურიაში გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელის, არჩილ მჟავიას ინფორმაციით, ინფიცირებულები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან, მათ შორის არიან ბავშვებიც.
„ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ წუთს შეიძლება შეიცვალოს. ამდენად, რთული სათქმელია, ინფიცირებულთა ზუსტი რიცხვი. მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა. საეჭვო პაციენტების „პისიარ“ კვლევები გრძელდება. შესაძლოა, მათი რიცხვი კიდევ გაიზარდოს. გურიაში 100-მდე ნიმუშის კვლევა ხორციელდება, დანარჩენებს კი ვაგზავნით ბათუმის ლაბორატორიაში“, – განაცხადა არჩილ მჟავიამ.