კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 922 თბილისში, 125 იმერეთში, 89 კი ქვემო ქართლში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 922 თბილისში, 125 იმერეთში, 89 კი ქვემო ქართლში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„ Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 606 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 693 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 913 „პისიარ“ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 407 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 371 293-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.49 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.01 ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.68%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 591 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 355 718-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 383 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 407 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 922 შემთხვევა, აჭარა – 54, იმერეთი – 125, ქვემო ქართლი – 89, შიდა ქართლი – 32, გურია – 7, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 57, კახეთი – 72, მცხეთა-მთიანეთი – 23, სამცხე-ჯავახეთი – 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 166 საიდანაც: 2 961 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 697, აჭარაში – 153, იმერეთში – 380.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 658, მათ შორის, თბილისში – 340, აჭარაში – 32, იმერეთში -150. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 167 პირი, მათგან თბილისში – 114, აჭარაში – ექვსი, იმერეთში – 11.
837 ადამიანია მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 630 – თბილისში, 195- აჭარაში.
6 368 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 60, ხოლო აჭარაში – შვიდი.
სულ 6 ოქტომბრიდან – 5 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 928 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 230 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 644, პირი, აჭარაში – 604, იმერეთში – 904“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.