კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 920 თბილისში, 279 იმერეთში, 139 კი აჭარაში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 920 თბილისში, 279 იმერეთში, 139 კი აჭარაში გამოვლინდა, -ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 24 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 699 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 146 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 553 „პისიარ“ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 972 ახალი შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 216 843-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 737 პირი, ხოლო ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 194 705-მდე.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 972 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 920 შემთხვევა, აჭარაში- 139, იმერეთში- 279, ქვემო ქართლში- 112, შიდა ქართლში- 145, გურიაში- 30, სამეგრელო-ზემო სვანეთში- 120, კახეთში- 117, მცხეთა-მთიანეთში- 57, სამცხე-ჯავახეთში- 32, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში- 21“, – განაცხადა სიჭინავამ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 19 836, საიდანაც, 6 149 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში- 2 734, აჭარაში- 647, იმერეთში- 1 257 პირი.
„ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 068 პირი, მათ შორის, თბილისში-523, აჭარაში-119, იმერეთში-226. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 453 პირი, მათგან თბილისში-195, აჭარაში-98, იმერეთში-78. 1 588 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 608-თბილისში, 707-აჭარაში, 112-იმერეთში. 12 099 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 405 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-180, აჭარაში – 129, ხოლო იმერეთში-13. სულ 6 ოქტომბრიდან – 23 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-20 878 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 105 ადამიანი, მათ შორის თბილისში-19 475 პირი, აჭარაში-4 363, იმერეთში-5 168“,-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.