კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 759 თბილისში, 125 აჭარაში, 79 კი ქვემო ქართლში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 759 თბილისში, 125 აჭარაში, 79 კი ქვემო ქართლში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 286 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 759 შემთხვევა, აჭარაში – 125, იმერეთში – 73, ქვემო ქართლში – 79, შიდა ქართლში – 30, გურიაში – 16, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 54, კახეთში – 94, მცხეთა-მთიანეთში – 32, სამცხე-ჯავახეთში – 12, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 12.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 885 საიდანაც: 4 291 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 581, აჭარაში – 245, იმერეთში – 523. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 833 პირი, მათ შორის, თბილისში – 440, აჭარაში – 39, იმერეთში -172. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 182 პირი, მათგან თბილისში – 141, აჭარაში – 3, იმერეთში – 9. 1 088 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 721 – თბილისში, 334- აჭარაში. 11 506 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 65 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 39, ხოლო აჭარაში – 10.

სულ, 6 ოქტომბრიდან 17 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია 24 956 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 554 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 986, პირი, აჭარაში – 1 445, იმერეთში – 1 423.