კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 670 თბილისში, 257 იმერეთში, 145 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 670 თბილისში, 257 იმერეთში, 145 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 670 თბილისში, 257 იმერეთში, 145 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 492 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 612 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 419 პირი ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 492 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 084 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 408 „პისიარ“ ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 612 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 235 491-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 419 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 223 695-მდე.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 612 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 670 შემთხვევა, აჭარა – 118, იმერეთი – 257, ქვემო ქართლი – 106, შიდა ქართლი – 107, გურია – 29, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 145, კახეთი – 85, მცხეთა-მთიანეთი – 56, სამცხე-ჯავახეთი – 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 076, საიდანაც, 3 898 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 916, აჭარაში – 353, იმერეთში – 732.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 856 პირი, მათ შორის, თბილისში – 359, აჭარაში – 87, იმერეთში – 206. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი, მათგან თბილისში – 180, აჭარაში – 13, იმერეთში – 31. 742 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 208 – თბილისში, 455 – აჭარაში, 24 – იმერეთში. 4 436 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 491 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 159, აჭარაში – 47, ხოლო იმერეთში – 64. სულ 6 ოქტომბრიდან – 6 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 21 290 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 084 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 14 404 პირი, აჭარაში – 2 052, იმერეთში – 2 473“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.