კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 414 თბილისში გამოვლინდა, 107 იმერეთში, 84 სამეგრელო - ზემო სვანეთში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 414 თბილისში გამოვლინდა, 107 იმერეთში, 84 სამეგრელო - ზემო სვანეთში

საქართველოში ბოლო 24 საათში დაფიქსირებული კორონავირუსით ინფიცირების 872 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლინდა 414 შემთხვევა, აჭარაში – 27, იმერეთში – 107, ქვემო ქართლში – 33, შიდა ქართლში – 42, გურიაში – 60, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 84, კახეთში – 61, მცხეთა-მთიანეთში – 21, სამცხე-ჯავახეთში – 9, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 28 970-ია საიდანაც, 920 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 433, აჭარაში – 69, იმერეთში – 212.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 249 პირი, მათ შორის, თბილისში – 125, აჭარაში – 35, იმერეთში – 43. 28 050 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.