კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 383 თბილისში გამოვლინდა, 136 იმერეთში, 70 სამეგრელო - ზემო სვანეთში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 383 თბილისში გამოვლინდა, 136 იმერეთში, 70 სამეგრელო - ზემო სვანეთში

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 849 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 383 შემთხვევა, აჭარაში – 34, იმერეთში – 136, ქვემო ქართლში – 29, შიდა ქართლში – 67, გურიაში – 43, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 70, კახეთში – 55, მცხეთა-მთიანეთში – 19, სამცხე-ჯავახეთში – 8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 951 საიდანაც, 822 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 408, აჭარაში – 64, იმერეთში – 182.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 230 პირი, მათ შორის, თბილისში – 123, აჭარაში – 30, იმერეთში – 36. 27 129 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.