კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 258 თბილისში, 50 აჭარაში, 50 კი იმერეთში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 258 თბილისში, 50 აჭარაში, 50 კი იმერეთში გამოვლინდა

კორონავირუსით ინფიცირების 504 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 258 შემთხვევა, აჭარაში – 50, იმერეთში – 50, ქვემო ქართლში – 36, შიდა ქართლში – 15, გურიაში – შვიდი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 48, კახეთში – 24, მცხეთა-მთიანეთში – რვა, სამცხე-ჯავახეთში – რვა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 657, საიდანაც: 3 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 908, აჭარაში – 328, იმერეთში – 416.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 752 პირი, მათ შორის, თბილისში – 354, აჭარაში – 89, იმერეთში – 138.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 207 პირი, მათგან თბილისში – 136, აჭარაში – 11, იმერეთში – 12. 630 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 373 თბილისში, 227 – აჭარაში. 6 609 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

თბილისში, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 25 ადამიანი.

სულ, 6 ოქტომბრიდან 5 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია 24 824 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 462 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 8 212, პირი, აჭარაში – 2 210, იმერეთში – 1 201.