კორნელი კაკაჩია - აქციებმა მიზანს მიაღწია, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო მთავარი და ამაზე ხელისუფლება დათანხმდა
აქციებმა მიზანს მიაღწია, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო მათავარ და ამაზე ხელისუფლება დათანხმდა, – ამის შესახებ „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა, კორნელი კაკაჩიამ განაცხადა.
როგორც კორნელი კაკაჩიამ აღნიშნა, არ არის გამორიცხული, ამ აქციამ მიიღოს სხვადასხვა სახე და თუ ის ძირითადი მოთხოვნები არ შესრულდა, შესაძლოა, აქციები უკვე შემოდგომაზე გაგრძელდეს.
„გარკვეული პაუზა შეინიშნება და ეს ბუნებრივიც არის, რადგან ახლა გამოცდების პერიოდია და აქციებზე კი ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ, ასევე ზაფხულში ძნელია მუხტის შენარჩუნება. ამ აქციებმა
მიზანს მიაღწია, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო მთავარი მიზანი, ამაზე ხელისუფლება დათანხმდა და ეს ყველაზე დიდი მიღწევა იყო. არ არის გამორიცხული, აქციამ მიიღოს სხვადასხვა სახე და თუ ის ძირითადი მოთხოვნები არ შესრულდა, შესაძლოა, აქციები უკვე შემოდგომაზე გაგრძელდეს, რადგან 2020 წლის არჩევნებამდე სულ ესეთი დაძაბული ფონი იქნება, გამომდინარე იმ პოლიტიკური სიტუაციიდან, რომელიც ქვეყანაშია შექმნილია. მუხტი ჩაიკარგა, ამიტომ ნაკლებად მგონია, რომ გახარიას გადადგომის მოთხოვნა შესრულდეს“, – განაცხადა კაკაჩიამ.