კონსერვატორიაში საოპერო სტუდიის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნა
14:53, 04.11.2017
კონსერვატორიაში საოპერო სტუდიის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნა. გალა კონცერტში მონაწილეობა მსოფლიოში ცნობილმა, ოპერის ქართველმა მომღერლებმა მიიღეს.
საოპერო სტუდიის ყოფილი მოსწავლეები სცენაზე კონსერვატორიის სტუდენტებთან ერთად წარდგნენ. ფესტივალის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდია 6 ნოემბერს დონიცეტის„სიყვარულის ნექტარს“, ხოლო დასკვნით ღონისძიებად, 12 ნოემბერს ვერდის „ტრავიატას“ წარმოადგენს.
საოპერო სტუდიამ პირველი სპექტაკლი – ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ 1952 წელს წარმოადგინა.