კონსერვატორიაში საოპერო სტუდიის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნა
კონსერვატორიაში საოპერო სტუდიის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნა

კონსერვატორიაში საოპერო სტუდიის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნა. გალა კონცერტში მონაწილეობა მსოფლიოში ცნობილმა, ოპერის   ქართველმა მომღერლებმა მიიღეს.

 საოპერო სტუდიის ყოფილი მოსწავლეები სცენაზე კონსერვატორიის სტუდენტებთან ერთად წარდგნენ. ფესტივალის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდია 6 ნოემბერს დონიცეტის„სიყვარულის ნექტარს“, ხოლო დასკვნით ღონისძიებად, 12 ნოემბერს ვერდის ტრავიატასწარმოადგენს.

 საოპერო სტუდიამ პირველი სპექტაკლი – ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“  1952 წელს წარმოადგინა.

დატოვე კომენტარი