კონგრესმენი დენ მიუზერი - რუსეთისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ამერიკელი ხალხი საქართველოს გვერდით დგას, ვერ მივცემთ პუტინს უფლებას, დაიჯეროს, რომ შეუძლია საქართველოში მიბრუნება
ჩვენ ვერ მივცემთ პუტინს უფლებას, დაიჯეროს, რომ შეუძლია საქართველოში მიბრუნება, ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში პენსილვანიის შტატის წარმომადგენელმა, კონგრესმენმა დენ მიუზერმა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის მიღების დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მას შემდეგ, რაც პუტინი შეიჭრა საქართველოში 2008 წელს, პუტინმა უკანონოდ მოახდინა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია. უკრაინაში რუსეთის შემზარავი შეჭრა ამტკიცებს, რომ პუტინს არაფერი გააჩერებს შემზარავი გეგმების შესრულებისგან და ჩვენს მოკავშირეებს ახლა, როგორც არასდროს, ისე სჭირდებათ ჩვენი დახმარება. რუსეთისთვის მკაფიოდ ცხადი უნდა იყოს, რომ ამერიკელი ხალხი საქართველოს გვერდით დგას და არ შეეგუება საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრას. ჩვენ ვერ მივცემთ პუტინს უფლებას, დაიჯეროს, რომ მას შეუძლია საქართველოში მიბრუნება. საქართველო, ამერიკის დიდი ხნის პარტნიორი, ძალიან მკაცრ სამეზობლოში ფრონტის წინა ხაზზე იყო“, – განაცხადა დენ მეუზერმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა.