გიორგი გახარია - მადლობა საქართველოს დიდ მეგობრებსა და ქომაგებს, გერი კონოლსა და ადამ კინზინგერს ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი კანონპროექტის ინიცირებისთვის
გიორგი გახარია - მადლობა საქართველოს დიდ მეგობრებსა და ქომაგებს, გერი კონოლსა და ადამ კინზინგერს ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი კანონპროექტის ინიცირებისთვის

მადლობა საქართველოს დიდ მეგობრებსა და ქომაგებს, გერი კონოლსა და ადამ კინზინგერს ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი კანონპროექტის ხელახლა ინიცირებისთვის და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის კიდევ ერთხელ ხაზგასმისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს სუვერენიტეტისა და  ტერიტორიული მთლიანობის, უწყვეტი დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოების განმტკიცება ხდება.

„მადლობა საქართველოს დიდ მეგობრებსა და ქომაგებს, გერი კონოლსა და ადამ კინზინგერს ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი კანონპროექტის ხელახლა ინიცირებისთვის და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის კიდევ ერთხელ ხაზგასმისთვის, რითაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, უწყვეტი დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოების განმტკიცება ხდება“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ტვიტერში“.

საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა და გერი კონოლიმ წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტი კვლავ წარადგინეს.

დატოვე კომენტარი