კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სატვირთო მანქანა მდინარეში გადავარდა, რასაც 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სატვირთო მანქანა მდინარეში გადავარდა, რასაც 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ზემო კატანგის პროვინციაში მოხდა.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ პროვინციის გუბერნატორის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
გუბერნატორის ოფისის განცხადებით, შემთხვევას მხოლოდ სატვირთო მანქანაში მყოფი ორი მგზავრი გადაურჩა.