კომპანია „ფაიზერის“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინა მარტისთვის მზად იქნება
კომპანია „ფაიზერის“ აღმასრულებელი დირექტორის, ალბერტ ბურლას განცხადებით, კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინა მარტში იქნება მზად. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNBC ავრცელებს.
„ეს ვაქცინა მზად მარტში იქნება. ჩვენ ვიწყებთ დოზების წარმოებას“, – განაცხადა ბურლამ ტელეკომპანიასთან საუბარში.
„ფაიზერის“ წარმომადგენლის თქმით, ეს ვაქცინა ასევე მიმართული იქნება იმ სხვა ვარიანტების წინააღმდეგაც, რომლებიც ამჟამად ცირკულირებს.
ამავდროულად, მისი თქმით, უკვე არსებული ვაქცინები მძიმე ავადმყოფობისგან და ჰოსპიტალიზაციისგან კარგი დაცვის შესაძლებლობას იძლევა, ყოველ შემთხვევაში მესამე, „ბუსტერ“ დოზის შემდეგ.