კომპანია „ფაიზერის“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინა მარტისთვის მზად იქნება

18:43, 10.01.2022
FILE - Pfizer CEO Albert Bourla speaks during a ceremony in Thessaloniki, Greece, on Oct. 12, 2021. On Friday, Nov. 19, 2021, The Associated Press reported on stories circulating online incorrectly claiming that Myriam Bourla, the wife of Albert Bourla, had died from complications of the Pfizer COVID-19 vaccine. In fact, she had no such complications, and she was alive and well. (AP Photo/Giannis Papanikos, File)

კომპანია „ფაიზერის“ აღმასრულებელი დირექტორის, ალბერტ ბურლას განცხადებით, კორონავირუსისომიკრონ“ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინა მარტში იქნება მზად. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNBC ავრცელებს.

„ეს ვაქცინა მზად მარტში იქნება. ჩვენ ვიწყებთ დოზების წარმოებას“, – განაცხადა ბურლამ ტელეკომპანიასთან საუბარში.

ფაიზერის“ წარმომადგენლის თქმით, ეს ვაქცინა ასევე მიმართული იქნება იმ სხვა ვარიანტების წინააღმდეგაც, რომლებიც ამჟამად ცირკულირებს.

ამავდროულად, მისი თქმით, უკვე არსებული ვაქცინები მძიმე ავადმყოფობისგან და ჰოსპიტალიზაციისგან კარგი დაცვის შესაძლებლობას იძლევა, ყოველ შემთხვევაში მესამე, „ბუსტერ“ დოზის შემდეგ.

მსგავსი