კომპანია „ეპ ჯორჯია გენერაცია“ ზაჰესისა და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე გარეცხვით სამუშაოებს აწარმოებს
კომპანია „ეპ ჯორჯია გენერაცია“ ზაჰესისა და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე გეგმურ გარეცხვით სამუშაოებს აწარმოებს.
მათივე ცნობით, 21 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით, თბილისში მტკვრის დონე დაიწევს და ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება.
„გეგმური გარეცხვითი სამუშაოების მიზანია წყალსაცავების სასარგებლო მოცულობის შენარჩუნება. აღნიშნული სამუშაოები ყველა უსაფრთხო ნორმის დაცვით განხორციელდება, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან“, – განაცხადა „ეპ ჯორჯია გენერაციის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ლევან საჩალელმა.
ამასთან, როგორც „ეპ ჯორჯია გენერაციაში“ აცხადებენ, სამი დღის განმავლობაში, გარეცხვითი სამუშაოების ფარგლებში, მოხდება წყალსაცავებზე დაგროვილი ნაგვის გატანა-გაწმენდა. სამუშაოების მიმდინარეობისას სამი დღის განმავლობაში გაჩერდება ზაჰესი და ხოლო ორი დღის განმავლობაში ორთჭალჰესი.