„კომერსანტი“ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ ქვეყანაში ჩვენი კორესპონდენტი არ შეუშვა
საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ ქვეყანაში რუსული გამოცემა „კომერსანტის“ სპეციალური კორესპონდენტი ვლადიმირ სოლოვიოვი არ შეუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად „კომერსანტი“ ავრცელებს.
გამოცემის რედაქციის ცნობით, სასაზღვრო პოლიციას მიზეზი, რის გამოც სოლოვიოვი საქართველოში არ შემოუშვეს, არ განუმარტავს.
როგორც „კომერსანტი“ წერს, სოლოვიოვი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოსკოვიდან ჩამოფრინდა. სასაზღვრო კონტროლზე მას პასპორტი ჩამოართვეს, სამსაათიანი ლოდინის შემდეგ კი უთხრეს, რომ უახლოესი რეისით უკან გააბრუნებენ.