ბოლნისის “სიონისა” და გათამაშების ლიდერის, “საბურთალოს” დაპირისპირებით ეროვნული ლიგის მე–10 ტური დაიწყო.
თბილისში, “მიხეილ მესხი 2”-ზე გამართული ამ შეხვედრის ბედი თბილისელთა თავდამსხმელმა გიორგი კოხრეიძემ გადაწყვიტა.
20 წლის თავდამსხმელმა 33–ე წუთზე ანგარიში გახსნა, ექვს წუთში კი თორნიკე გორგიაშვილის პასით მეტოქის კარი მეორედ აიღო და როგორც მოგვიანებით გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – “საბურთალომ” 2:0 მოიგო.
შეხვედრის შემდეგ “საბურთალომ” 24 ქულა დააგროვა და მისმა უშუალო კონკურენტმა თბილისის “დინამომ” ხვალ გასვლაზე “რუსთავს” რომ მოუგოს, მაინც ვერ დაეწევა.