კოჯორში მიტოვებული შენობა დაიწვა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული.